მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

300 ლარი და სესხის გადავადება უმუშევრად დარჩენილებისთვის - პრემიერის განმარტება

მთავრობის ხელმძღვანელი
1606388098
COVID-19

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრებს, მოლებს, მაღაზიებს, და გვესმის, რომ დიდი რაოდენობით არიან ჩვენი მოქალაქეები დასაქმებული, ვაწესებთ იგივე სახის მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დაწყებულია ამ მოქალაქეების აღრიცხვა.

„ეს თანხა გახლავთ 300 ლარის ოდენობით. დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა, ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, ამ სექტორში დასაქმებულს სახელმწიფო მიზნობრივად მიეხმარება სესხის გადავადებაში“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით არაფორმალურად დასაქმებულთათვის პირველი ტალღის პირობებში ისარგებლა 250 ათასმა ადამიანმა.

„ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება, 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაფარული იქნება“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში კორონავირუსის გავრცელების გამო დამატებითი შეზღუდვები წესდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 200-ლარიანი დახმარების პროგრამა კვლავ ამოქმედდება