მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 068 ინფიცირება, 2 336 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 5068 ადამიანი ინფიცირდა და 2336 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1607065111
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2 336 პაციენტმა დაამარცხა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 152 704 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 126 904 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 1 425 გარდაცვლილი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔴 რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ბოლო 24 საათში? - 4 დეკემბრის სტატისტიკა

🔴 კორონავირუსის სტატისტიკა - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები

🔴 გადაეცემა თუ არა კორონავირუსი მუცლად ყოფნის დროს დედიდან ნაყოფზე?

🔴 Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია