მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსით 90 წლის პაციენტი დაიღუპა

ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი
1602314780
COVID-19

კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა, მათ შორის, ერთი 90 წლის პაციენტია.

ხანდაზმული ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას COVID 19-ის გამო ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. აღნიშნულ პაციენტს თანმხმლები დაავადებები აღენიშნებოდა: თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი და აორტის სარქველის სინდრომი.

რეგიონში გარდაცვლილია კიდევ ორი ქალი პაციენტი - 76 და 80 წლის, ასევე დაღუპულია 65 წლის მამაკაცი. მათგან ორს, კორონავირუსთან ერთად, შაქრიანი დიაბეტი, ხოლო ერთს თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.

ყველა მათგანი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

ინფორმაციისთვის აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა.