მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ეპიდემია სტაბილურად იმართება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
1602235618
COVID-19

ეპიდემია აჭარაში სტაბილურად იმართება და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის განაცხადა.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში აჭარაში კოვიდინფიცირება 3000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.

„ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს და ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული.

ამის პარალელურად, იცით რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000- ზე მეტი ტესტი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24 საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების მხრივ“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 313, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.