მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის ახალი მინისტრი
1604252331
COVID-19

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

ნინო ნიჟარაძე თვითიზოლაციაშია და სახლში მკურნალობს.

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა.

სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, - წერს პრემიერი.