მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აკაკი ზოიძე 19 წლის გოგოს სიკვდილზე: უნდა დადგინდეს სად იყო ჩავარდნა

აკაკი ზოიძე პარლამენტში
1606827743
COVID-19

„ეს შემთხვევა უნდა გაირჩეს პროფესიონალების მიერ. უნდა ჩატარდეს ე.წ. კლინიკური აუდიტი და გაირკვეს, სად იყო ჩავარდნა, იყო ეს პირველადი ჯანდაცვის სისტემის, სასწრაფოს თუ ჰოსპიტალის რგოლის ხარვეზი, რამაც საბოლოო ჯამში, ამ შედეგამდე მიგვიყვანა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ 19 წლის დიაბეტიანი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, უნდა დადგინდეს სად იყო შეცდომა, რათა მისი გამოსწორება მოხდეს.

„კლინიკურმა ჯგუფმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, უნდა შერბილდეს კიდევაც სტაციონარიზაციის კრიტერიუმები, იმისთვის, რომ ადამიანები კლინიკაში მოხვდნენ. ასეთი ოპტიმალური ვარიანტი სწორედ პროფესიონალებმა უნდა შეიმუშავონ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, თბილისში 19 წლის ინფიცირებული გოგო, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, კორონავირუსით 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

👉 პაციენტი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კოვიდ-სასტუმროში იმყოფებოდა, კლინიკაში მისი გადაყვანა კი დაგვიანებული აღმოჩნდა.

👉 საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფექციით ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 1303 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ინფექციონისტი: თუ დიაბეტი რთულად სამართავია, ინფიცირებულ პაციენტს მეტი ყურადღება სჭირდება

👉 ექიმი 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე განმარტებას აკეთებს

👉 თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირის“ შემოტანაზე ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოეწერა