მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალბათ 3-4 კვირაში საქართველოში ინდური შტამი დომინანტი იქნება“ - ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1623853867
COVID-19

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში სავარაუდოდ ინდური შტამი 3-4 კვირაში იქნება დომინანტი.

„საქართველოში ვფიქრობ, რომ 100-ზე მეტი ადამიანი არის უკვე ინფიცირებული ინდური შტამით. ალბათ 3-4 კვირაში საქართველოში ინდური შტამი დომინანტი იქნება“, - აცხადებს ფხაკაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 672 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

🔴 „ჩვენი გათვლებით, COVID 19-ის დღევანდელი შემთხვევის დაახლოებით 10%, არის ინდური ანუ დელტა შტამი“- პაატა იმნაძე

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 569 ადამიანი აიცრა

🔴 811 ინფიცირება, 672 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში