მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 569 ადამიანი აიცრა

აცრა
1623836989
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 569-მა ადამიანმა გაიკეთა.

16 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 216 742 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 72 015 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 672 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 356 179-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5096 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 341 775 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,34%, ბოლო 14 დღის - 2,54%, ბოლო 7 დღის - 2,36%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი? - BBC

✅„დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული“- პაატა იმნაძე

✅„ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი“ - ამირან გამყრელიძე