მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე არსებული შეზღუდვების იანვრის ბოლომდე გაგრძელების მომხრეა 

NCDC-ის დირექტორი
1609144146
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არსებული შეზღუდვების იანვრის ბოლომდე გაგრძელების აუცილებლობას ხედავს. 

„თუ ჩვენ დაახლოებით ამ ტიპის შეზღუდვებს იანვრის ბოლომდე გავაგრძელებთ, რაც დღეს მოქმედებს ქვეყანაში, იანვრის ბოლოსთვის გვექნება კორონავირუსის 1571 ყოველდღიური შემთხვევა. მაგრამ, თუ შეზღუდვებს მოვუშვებთ, რაც დღეს არის, მაშინ ეს მაჩვენებელი შეიძლება იანვრის ბოლოსთვის ავიდეს 5 ათასზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პირბადის ტარების კუთხით 70%-ზე ვართ ასულები, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი. ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 95%.

„თუ პირბადის მოხმარების 95%-ზე ავალთ, მაშინ იანვრის ბოლოს, რასაც სისტემა ვერ დაიჭერს, ჩვენ ყოველდღიური მაჩვენებელი 728-ის ფარგლებში გვექნება, რასაც დაიჭერს, ეს იქნება დაახლოებით 400-500-ის ფარგლებში. დამერწმუნეთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი სიტუაციის დამშვიდებისკენ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢 „სიტუაცია მშვიდდება, ყველა მაჩვენებელი ქვემოთ მიდის“- ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

💢 538 ინფიცირება, 2 766 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

💢 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა