მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

538 ინფიცირება, 2 766 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1609138641
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 766 გამოჯანმრთელდა. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში ჯამში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 206 313 გამოჯანმრთელებულია.

მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 4 769 ტესტი ჩატარდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 ვინ არ უნდა აიცრას Pfizer-ის ვაქცინით და რატომ ? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

🛑„შანსი გვაქვს ვაქცინაცია დავიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული“ - გაბუნია