მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: დადასტურებულია, რომ სამი კლასტერი არის ბრიტანული შტამით

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს
1614453372
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.

გამყრელიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, სავარაუდოა, რომ ახალი შტამის საშიშროებაც არსებობს.

„დადასტურებულია, რომ სამი კლასტერი არის ბრიტანული შტამით. აქედან ორი იმპორტირებული შემთხვევაა, ერთზე მიმდინარეობს კვლევა. ამ სამ კლასტერში სულ 31 ადამიანია. დიდი ალბათობით ყველა ეს 31 შემთხვევა არის მუტირებული შტამით გამოწვეული, მაგრამ კლინიკურად არც ერთი არ არის მძიმე.

რა თქმა უნდა, საქართველოში ახალი შტამის გავრცელების რისკი არსებობს, რადგან ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ სერიოზულად გავრცელდა. ევროპული წყაროებიდან ირკვევა, რომ გერმანიაში დიაგნოსტირებული შემთხვევების დაახლოებით 40 პროცენტი ეს შტამია და არა ვთქვათ ეს კლასიკური, თავდაპირველი შტამი. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და შემთხვევები იქნება, მაგრამ საბედნიეროდ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტია ახალგაზრდებში და ცოტა უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება. კვლევებით დადგინდა, რომ ეს ვაქცინები, რომლებიც დღეს ბაზარზეა, ფარავენ ამ შტამსაც.

ეს მოსალოდნელიც იყო, რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაცია. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მუტაცია დადგინდა ლაბორატორიულად, რასაც მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 270 510-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 264 589 პირი.

აგრეთვე დაინტერესდებით:

ინფიცირება - 373, გამოჯანმრთელება - 542 - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

თბილისი - 177, იმერეთი - 47 - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში