მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: მომდევნო ორ კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება

გამყრელიძე ამირან
1607935429
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზრდება. 

მისი თქმით, ძალიან ბევრი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ მომავალ ორ კვირაში გვექნება სიკვდილიანობის გაზრდილი მაჩვენებელი, რადგან დაახლოებით 400-მდე ადამიანი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მათი უმრავლესობის მდგომარეობა კრიტიკულია. ეს გარკვეულად უკავშირდება 2-3 კვირის წინ ინფიცირების შემთხვევების ზრდას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

„ბოლო ერთი კვირა გამოიკვეთა გარკვეული ტენდენცია, რომ ახალი შემთხვევების ოდნავი შემცირების ნიშნები გვაქვს ანუ ზრდა შეჩერდა. თუმცა, ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. გაფართოებული ტესტირების ფონზე ამ კვირაში ჩვენ შეიძლება გვქონდეს შემთხვევების ზრდა დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს წინ კვირის უმაღლეს რიცხვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 161 681 და გარდაცვლილია 1 839 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რას უკავშირდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა?

👉 გაბუნია: სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა იკლებს, მცირედი შემსუბუქებაა

👉 პაატა იმნაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს