მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: საავადმყოფოში შეიძლება იყოს გარკვეული მართვის პრობლემებიც

ამირან გამყრელიძე
1623507429
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სიკვდილიანობის გაზრდა კოვიდპაციენტებში შესაძლოა, საავადმყოფოებში ვირუსის მართვის პრობლემებსაც უკავშირდებოდეს.

„ჩვენ მესამე ტალღა, მეორესთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. თუმცა ეს ვერაფრით დაამშვიდებს იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა. არ გვქონია 5-6 ათასი შემთხვევა, როგორც ნოემბერში გვქონდა. ეს იმიტომ რომ გამოცდილებამ თავისი ქნა, თანაც ქვეყანაში გარკვეული ადამიანების რაოდენობას ინფექცია გადატანილი აქვთ. გასულ წელს მეორე ტალღა რატომ იყო მძიმე? აქ ორი ფაქტორი იყო: პირველი ტალღა საქართველომ ყველაზე უკეთესად გაიარა. მსოფლიოში პირველ ხუთეულში ვიყავით შემთხვევათა ყველაზე ნაკლები რაოდენობით. 1 500 შემთხვევა გვქონდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე და მხოლოდ 19 გარდაცვალება. შემდეგ გავთამამდით და არავინ იცავდა წესს და ამიტომ მოხდა მეორე ტალღის სერიოზული დარტყმა“

პიკური პერიოდიდან 2-3 კვირის განმავლობაში გვაქვს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა და მერე თანდათან იკლებს. ამიტომ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, დღეს რომ 700 შემთხვევაა არ არის ეს ცოტა. 700 შემთხვევა სამწუხაროდ ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე 1% დაგეღუპება.

რა თქმა უნდა ამ სიკვდილიანობაში აქვს მნიშვნელობა დაგვიანებულ მიმართვას, საავადმყოფოში შეიძლება იყოს გარკვეული მართვის პრობლემებიც, მაგრამ მთავარი ეს არის მაღალი ავადობა“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

იხილეთ აგრეთვე:

„განვიხილავთ ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს, საუბარია კომენდანტის საათზე, მოგზაურობაზე და სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე“ - ამირან გამყრელიძე