მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განვიხილავთ ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს, საუბარია კომენდანტის საათზე, მოგზაურობაზე და სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1623502496
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდვაქცინით ორჯერ აცრილებისთვის, გარკვეული შეღავათების საკითხი განიხილება.

„იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აიცრნენ, მთავრობა შეღავათების საკითხს განიხილავს,

დღეისთვის, ქვეყანაში 64 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვყავს. საკოორდინაციო საბჭო, ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის, განიხილავს შესაბამის შეღავათებს. საუბარია, მაგალითად, კომენდანტის საათთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე. ეს აუცილებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აგრეთვე განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელიც კოვიდვაქცინის ორივე დოზით იქნება აცრილი, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

„საუბარია იმაზე, რომ გარკვეული სტიმულები მივცეთ სამედიცინო დაწესებულებებს. დღესაც და გუშინაც, აჭარაში საუბარი გვქონდა ე.წ. „მწვანე დაწესებულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლაში თუ რესტორანში, ყველა აცრილია“, - აცხადებს დააავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

იხილეთ აგრეთვე:

„ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში პირბადეები გარე სივრცეში მოვიხსნათ“- ივანე ჩხაიძე