მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანაფილაქსიურ რეაქციას ვაქცინის ხარისხთან კავშირი არ აქვს“ - მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1616152120
COVID-19

„ამ შემთხვევას ვაქცინის ხარისხთან ნამდვილად არ აქვს კავშირი, რადგან ანაფილაქსიური რეაქცია ზოგადად ნებისმიერი ხარისხის ვაქცინის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სატელევიზიო ეთერში ვაქცინაციის შემდეგ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისთვის რთულია იმის თქმა, რამ გამოიწვია პაციენტის მძიმე შედეგის დადგომა.

„ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებით ქვეყანაში მზადება დაიწყო ძალიან ადრე, შეიქმნა შესაბამისი პროტოკოლიც, თუმცა რაღაც პრობლემები როგორც ჩანს, რჩება.

თითქოს ნათქვამია, რომ ყველა შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ ცენტრებს, სადაც ვაქცინაცია ტარდება. ძალიან გამიჭირდება იმის თქმა დაგვიანდა რეაქცია თუ არ იყო საჭირო აღჭურვილობა. ვინმეს პასუხისმგებლობაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ, ამაზე ვერაფერს ვიტყვი და იმედია მალე მეტი ინფორმაცია გვექნება“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევამ ზოგადად ვაქცინაციის მიმართ საზოგადოებაში ეჭვები არ გააჩინოს.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, ახალგაზრდა კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს“ - თამარ გაბუნია

კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

„მზად ვარ, ჩემი ხელით ავცრა საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ“ - გიორგი ჩალაძე