მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ, სამხრეთ აფრიკა და ევროკავშირი Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებენ

ჯონსონ ენდ ჯონსონის კოვიდვაქცინა
1618378578
COVID-19

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ აფრიკამ და ევროკავშირმა Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულმა ვაქცინამ სისხლის შედედება გამოიწვია და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, ვაქცინის 6,8 მილიონზე მეტ დოზაზე ასეთი მხოლოდ 6 შემთხვევა გამოვლინდა.

FDA–ში აცხადებენ, რომ ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე რეკომენდებულია ვაქცინის დროებით შეჩერება.

FDA-მ სისხლის შედედების გართულებებით ერთი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა, ხოლო მეორე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ექვსივე შემთხვევა დაფიქსირდა 18-დან 48 წლამდე ასაკის ქალებში. ვაქცინის გამოყენებას არ დაიწყებენ მანამ სანამ მისი შემდგომი კვლევები არ დასრულდება.

სამხრეთ აფრიკამ, რომელიც პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ვაქცინა მიიღო, ასევე შეაჩერა მისი გამოყენება, თუმცა ქვეყანაში თრომბის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 80 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა

🔴 111 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა