მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 80 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1618377301
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდ 19-ით ინფიცირების კუთხით, ბრაზილია პირველ ხუთ ქვეყანას შორის მესამე პოზიციას იკავებს.

worldometers-ის განახლებული მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 80 157 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო დროის ამ პერიოდში 3 687 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

რაც შეეხება კოვიდვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას ბრაზილიაში, მათი რიცხვი 13,601,566-ს შეადგენს. ქვეყანაში ვირუსის დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელებულია 12,074,798 პაციენტი.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 111 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა