მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10 მლნ-ს აჭარბებს

ამერიკის შეერთებული შტატები
1604897969
COVID-19

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. განახლებულ მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 243 768-მდე გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათში გარდაცვალების 512 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ასევე მზარდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ. 9 ნოემბრის მონაცემებით, მათი რიცხვი 6 მლნ-ს აჭარბებს.

მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის გარდა, კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება ინდოეთში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, რუსეთის ფედერაციაში, ესპანეთსა და არგენტინაში.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მლნ-ს გადააჭარბა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 გამყრელიძე: აქციაზე დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე, არ ჩაეხუტონ ერთმანეთს

🔴 გამყრელიძე: ნოემბრის მეორე ნახევარი მძიმე იქნება