მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

AstraZeneca-მ კორონავირუსის ვაქცინის კვლევები განაახლა

ასტრაზენეკას ვაქცინა პირველ მოხალისეს გაუკეთდა
1599929863
COVID-19

ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-ს განცხადებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის კვლევები განახლდა. გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის „მედიკამენტური საშუალებების კონტროლისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების სააგენტომ“ კლინიკური ცდები უსაფრთხოდ აღიარა.

„ბრიტანეთის დამოუკიდებელმა კომისიამ გამოძიება დაასრულა და მედიკამენტების სააგენტოს განუცხადა, რომ კვლევის გაგრძელება რისკებს არ შეიცავს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, კომპანია AstraZeneca-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევა კლინიკური ცდების ფაზაზე, ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინფიცირების გამო შეაჩერა.

ბრიტანული ვაქცინა ჯანმო-ს მიერ, პოტენციურ 180 ვაქცინას შორის, ერთ-ერთ ყველაზე სანდო და უსაფრთხო საშუალებად არის მიჩნეული.