მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის სამშობიარო სახლის კლასტერში კორონავირუსის შემთხვევები 5-მდე გაიზარდა

ბათუმის სამშობიარო სახლის კლასტერი გაფართოვდა
1599643751
COVID-19

ბათუმის სამშობიარო სახლთან დაკავშირებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, 4 ახალი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახური კონტაქტებია, ხოლო სამშობიაროს სხვა თანამშრომელს კორონავირუსი არ დადასტურებია.

ცნობისთვის, ბათუმის სამშობიარო სახლმა კორონავირუსის შემთხვევის გამო ახალი პაციენტების მიღება შეზღუდვა და ადგილზე თანამაშრომლების ტესტირება მიმდინარეობს.