მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში გამოკვლეულ 10 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მედალფას შენობა
1587452095
COVID-19

"დღეს დილას მოვიდა 10 ნიმუშის პასუხი და ყველა მათგანი უარყოფითია. შესაბამისად, ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. "მედალფაში" ამჟამად დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტი მკურნალობს. მათგან 34 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება",- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინი ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში 13 პაციენტია განკურნებული. მიმდინარეობს ქობულეთის კლასტერში ინფიცირებული პირების კონტაქტების დაგენა, რომელთა რიცხვი უკვე 500-ს აჭარბებს.

"ამ ეტაპისთვის უკონტროლო შემთხვევა არ გვქონია. ვართ სიმშვიდის ფაზაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ტეტნდენცია შეიძლება შენარჩუნდეს. მომდევნო ორი კვირა იქნება პრობლემური, რადგან რეგიონებში თავშეყრას ჰქონდა ადგილი",- აღნიშნა ნინი ნიჟარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 95 და გარადცვლილია 4 პაციენტი.