მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 568 ადამიანი აიცრა

აცრა
1617952684
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 568 ადამიანმა გაიკეთა.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 17 261 ადამიანია აცრილი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 288396 - ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 277303 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის -2,85%, ბოლო 14 დღის - 2,26%, ბოლო 7 დღის - 2,5%- ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅777 ინფიცირება, 342 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✅430 თბილისი, 50 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

✅საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა