მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 810 ადამიანი აიცრა

აცრა
1618906734
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 810-მა ადამიანმა გაიკეთა.

20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 31 019 ადამიანია აცრილი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1792 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 297 728-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 282 237 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით, დღიური - 5,79%, ბოლო 14 დღის - 3,24%, ბოლო 7 დღის - 3,92%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅27 აპრილიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება

✅30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო არდადეგების გამო, ვაქცინაცია დროებით შეჩერდება