მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

27 აპრილიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება

სინოფარმი
1618572136
COVID-19

27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„27 აპრილიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება, იმისთვის, რომ მაისში, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენება დაიწყოს დროულად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორც მან განმარტა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის მინიჭების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანიის „სინოვაკის“ ვაქცინა კოვიდინფექციისგან იცავს 50.4%-ით. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეფექტიანობა 54%-ია.

კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა დაახლოებით 79%-ია.