მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემთვის როგორც ცნობილია, მას არ ჰქონდა რაიმე თანმდევი დაავადება“ - კლინიკა „იმედის“ დირექტორი

კლინიკა იმედი
1616073932
COVID-19

კლინიკა „იმედის“ თანამშრომლის ინფორმაციით, პაციენტი რომელმაც ვაქცინაცია გაიკეთა, კომაშია. მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ექთანს თბილისში გადმოიყვანენ.

კლინიკა „იმედის“ დირექტორი დავით მაისურაძე აღნიშნავს, რომ პაციენტი დაახლოებით 2-3 საათია რაც კომაშია და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაქცინის მიღებიდან 30 წუთში დამძიმდა მდგომარეობა.

„სავარაუდოდ კატასტროფის ცენტრის ბრიგადა არის გამოძახებული, დაახლოებით 2-3 საათია პაციენტი კომაში იმყოფება, ჩემთვის როგორც ცნობილია, მას არ ჰქონდა რაიმე თანმდევი დაავადება.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაქცინის მიღებიდან 30 წუთში დამძიმდა მდგომარეობა, ეს ერთადერთი პაციენტია, რომელსაც მსგავსი შემთხვევა განუვითარდა“- „აცხადებს“ კლინიკა იმედის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, ახალციხეში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შემდეგ ექთნის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამსხვრიეს. ექთნის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ექიმი, ინფექციონისტი მარინა ენდელაძის განმარტებით, ასტრაზენეკას ვაქცინა ალერგიული რეაქციით არ ხასიათდება.

ექიმი ამბობს, რომ შესაძლოა, პაციენტს ემოციური, კოლაპტოიდური მდგომარეობა ჰქონდა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„პაციენტს უკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა“ - ფატი ხაბულიანი ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ კომის შემთხვევაზე

✔️„შესაძლოა, იყოს ემოციური მდგომარება“ - ენდელაძე ახალციხეში კომაში ჩავარდნილ ვაქცინირებულ პაციენტთან დაკავშირებით