მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ გვაქვს ორი ულტრა თანამედროვე მაცივარი, რომელიც -80 გრადუსზე შენახვის საშუალებას გვაძლევს“ - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1612353563
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ორი ულტრა თანამედროვე, - 80 გრადუსზე შენახვის ფუნქციის მქონე მაცივარი გვაქვს, რომელთა მსგავსიც ბევრ განვითარებად ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნია.

გაჩნდა კითხვა, თუ რა ოდენობის ვაქცინის შენახვა იქნება შესაძლებელი ზემოხსენებულ მაცივრებში, რაზედაც ცერცვაძე იუწყება, რომ მისი ვარაუდით მაცივრები ბევრ ვაქცინას დაიტევენ.

„მე არ დამითვლია რამდენი ვაქცინის შესანახად იქნება საკმარისი, ჯერ არ მინახავს კოლოფის ზომა, მაგრამ ძალიან ბევრი ჩაეტევა წესით.“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

👉 ინფორმაციისთვის, კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

👉 წარმატებული აღმოჩნდა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის კვლევაც, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ 94,5%-იანი ეფექტი აჩევენა.

იხილეთ აგრეთვე:

ამირან გამყრელიძე: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ვაქცინისთვის საჭირო სამაცივრე აღჭურვილობა მივიღოთ

თამარ გაბუნია: უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც პირველი ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ეროვნული გეგმის აღსრულება კომისიის წევრებთან განიხილა