მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც პირველი ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1612278200
COVID-19

„ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის მოსამზადებლად, რომ Pfizer-ის პირველი დოზები მივიღოთ და დავიწყოთ მისი გამოყენება მაშინვე. უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც მოხდება პირველი ჯგუფების ვაქცინაცია, ვაქცინაციის ცენტრები, ასე ვთქვათ,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ COVID 19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, სხდომაზე განიხილეს ის მიმდინარე პროცესები, რაც აუცილებლად შესასრულებელია ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით. თამარ გაბუნიას განცხადებით, აგრეთვე საუბარი იყო საკომუნიკაციო კამპანიაზე პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

„ამაზე იყო დღეს საუბარი და ასევე იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც არის აუცილებლად შესასრულებელი უკვე ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით და ასევე, საკომუნიკაციო კამპანიაზე, ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ვაქცინა იქნება უსაფრთხო, ეფექტური და მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს შეუფერხებელი და მომართვიანობა შესაბამისი, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე, რადგან სრული ციკლის ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მისაღებად,“- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველომ ვაქცინის მიღების შესახებ დაზუსტებული პასუხი 30 იანვარს მიიღო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ვაქცინას თებერვლის ბოლომდე მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადის მიერ განხორციელდება აცრები

👉 პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება განიხილა