დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ორგანოგადანერგილი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„ორგანოგადანერგილ პირებს ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ ჩაიტარონ 2021 წლის 21-23 აპრილს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით. (მისამართი: ვაჟა ფშაველა გამზ.#29).
მათი რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება ადგილზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1792 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 663 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 297 728-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 282 237 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბოლო მონაცემებით, დღიური - 5,79%, ბოლო 14 დღის - 3,24%, ბოლო 7 დღის - 3,92%-ია.
იხილეთ აგრეთვე:
✅„ფაიზერის“ 1 მლნ დოზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია“ - ტიკარაძე
✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 810 ადამიანი აიცრა