მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დათო ტურაშვილი კოვიდვაქცინით აიცრა

ტურაშვილმა აცრა გაიკეთა
1618578070
COVID-19

16 აპრილს მწერალი დათო ტურაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანაკო ტურაშვილი ავრცელებს.

„მეორე უბედნიერესი დღე ამ კვირაში (პირველი ბებიაჩემი და ბაბუჩემის აცრა იყო). მთელი წელი დათოზე ნერვიულობაში გავატარე, მოგეხსენებათ მისი გულისა და ჯანმრთელობის გამო, რისკ ჯგუფშია. ამოვისუნთქეთ ოჯახმა“ - წერს ანაკო ტურაშვილი.

ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 510-მა ადამიანმა გაიკეთა.

16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 26 427ადამიანია აცრილი.

იხილეთ აგრეთვე:

✅27 აპრილიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება

✅„სინოფარმის“ ეფექტურობაზე მონაცემები უფრო მდიდარია შედარებით ახალგაზრდა ჯგუფში“ - თამარ გაბუნია

✅თამარ გაბუნია: 4500 საწოლიდან 2500-ზე მეტი დაკავებულია