მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავემალებით თუ ვერა კორონავირუსს მთაში?

კოვიდ 19 მთაში
1585583690
COVID-19

30 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 100 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მასშტაბით 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ასევე დღეს საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხვალიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის ქვეყანა. განსაკუთრებული შეზღუდვები საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე იმოქმედებს.

ეს იმ მცირედი შეზღუდვების ჩამონათვალია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ ვირუსის პრევენციისთვის მიიღო. სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩენენ სახლში, დაიცვან პირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცია, რადგან როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ეს ყველაზე ეფექტტური გზაა ვირუსთან საბრძოლველად.

შესაძლოა, სწორედ ამ მეთოდითა და აკრძალვებიით მიაღწია საქართველომ იმას, რომ პირველი ინფიცირებული პაციენტის შემდეგ ქვეყანაში არაა გარდაცვალების ფაქტი და გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.

ამის მიუხედავად, მოსახლეობაში არსებულმა შიშმა და ქვეყნის მთლიან ტერიტორიაზე გამოცახადებულმა საგანგებო მდგომარეობამ, გამოიწვია მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სოფელში დაბრუნა. ეს, სავარაუდოდ, გამოიწვია იმ აზრმა, რომ მაღალმთიან რეგიონებში ნაკლებადაა Covid-19-ით ინფიცირების შანსი.

რამდენად სწორია აღნიშნული დებულება ამის გასარკვევად PIA.GE შეეცადა, გაერკვია რა მდგომარეობაა მაღალმთიან რეგიონებში და რა ღონისძიებები ტარდება ვირუსის პრევენციის მიზნით.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკატერინე მაისურაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, ონში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღეს გარკვეული ზომები და მიმდინარეობს შემოსული მოსახლეობის მკაცრი კონტროლი.

"ონის მუნიციპალიტეტში შეიზღუდა მოსახლეობის შეკრება, ასევე დაიხურა ყველა დაწესებულება, გარდა სასურსათო მოხმარების მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ასევე მიმდინარეობს ინდვივიდუალური შეხვედრა მოსახლეობასთან. მათ ხვდებიან როგორვ ექიმები ასევე მერიის წარმომადგენლები და მსაგვსი ტიპის შეხვედრები ემსახურება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ვირუსთან საბრძოლველად. რაც შეეხება დახმარებას, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი ეხმარება სკოლამდელი დაწესებულების ბავშვებს პირველადი პროდიქტების სახით", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ეკატერინე მაისურაძემ.

რადგან მოსახლეობის უმრავლესობა თავს აფარებს მთიან რეგიონს და ამით "იცავს" თავს ვირუსისგან, შესაბამისად, მზად უნდა იყვნენ რეგიონები საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს გაუწიონ შესაბამისი დახმარება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, ონში გამოყოფილია 1 საკარანტინო ზონა, რომელიც გათვლილია 4 პაციენტზე და არის კიდევ სარეზერვო შენეობები.

ასევე ჩვენთან საუბრისას ეკატერინე მაისურაძემ აღნიშნა, რომ სრულად კონტროლირდება დედაქალაქიდან შემოსული მოსახლება.

"ამაში ჩართულია შესაბამისი უწყებები და შემოსული მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია აქვთ როგორც სოფლის ექიმებსა და მედდებს ასევე დეპუტატებს. ისინი სრულად იკვლებენ არის თუ არა მოქალაქე რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი",- აღნიშნა მაისურაძემ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად PIA.GE დაუკავშირდა ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ნონა ბაკურაძეს. მისი თქმით, ონის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ატარებს ყველა იმ ღონისძიებას რაც მომდინარეობს შესაბამისი უწყებიდან.

"ადგილობრივი ძალებით ვმუშაობთ, რომ რაიონში რაიმე შემთხვევა არ გაიპაროს. სწორედ ამიტომ უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს შემომსვლელი ადამიანების აღრიცხვა. ჩვენი ამოცანაა გამოვიკვლიოთ მათი კონტაქტები და შესაბამისად ამ ინფორმაციის საფუძველზე 13-14 მოქალაქე გვყავს თვითიზოლაციაში", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ნონა ბაკურაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს მაგოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია.

ავტორი: ხატია გლოველი, ჟურნალისტი