მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გადელია: კლინიკებში კოვიდპაციენტების 37% მკურნალობს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი
1605713826
COVID-19

„მიღებულია, რომ 15-20% გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37% -მდეა, რასაც ალბათ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში.

„გამახვილდა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის.

საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37 %-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი, კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება,“ - აღნიშნა დავით გადელიამ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავრიუსის 89 395 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 71 468 და გარდაცვლილია 815 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ნიკოლოზ ქარცივაძე: პრემიერთან შეხვედრაზე აქცენტი საწოლფონდის რაციონალურ გამოყენებაზე გაკეთდა

👉ცერცვაძე: მაწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი