მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ ქარცივაძე: პრემიერთან შეხვედრაზე აქცენტი საწოლფონდის რაციონალურ გამოყენებაზე გაკეთდა

რეანიმატოლოგი
1605713264
COVID-19

„ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია“,  - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსმა, რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ ქარცივაძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ რიცხვს ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის.

„დღევანდელი შეხვედრის ძირითადი აქცენტი იყო ზუსტად იმ მიმართულებით გაკეთებული, რომ არსებული საწოლფონდის გამოყენება მოხდეს რაციონალურად, დაკავდეს საწოლები იმ პაციენტებით, რომლის სტაციონარში ყოფნა აქტუალურია.

კიდევ უფრო გაესვა ხაზი აქტუალობას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს ის პაციენტები არიან, რომელთან მდგომარეობა არ იცდის, რომელთა დახმარებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და ეფექტურად. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება უცხოელ კოლეგებთან, სხვადასხვა კლინიკებთან. ძალიან საინტერესო აზრები იყო წარმოთქმული სხვადასხვა მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შედეგებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავრიუსის 89 395 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 71 468 და გარდაცვლილია 815 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ლევან გოფოძე: ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა საშიშროებას არ წამოადგენს

👉 Pfizer და BioNTech: ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, ეს საბოლოო ანალიზია