მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანს COVID-19 დაუდასტურდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი
1611679034
COVID-19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს COVID-19 დაუდასტურდა.

ამის შესახებ მინისტრი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი.

დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ.

იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები . ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“- წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

იხილეთ აგრეთვე:

✔️რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კორონავირუსის გავრცელება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✔️ჯანმო: ვაქცინის „ნაციონალიზაცია“ მორალურ კოლაფსს გამოიწვევს

✔️თენგიზ ცერცვაძე: კოვიდგადატანილი პირების კვლევა დაიწყება