მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო: ვაქცინის „ნაციონალიზაცია“ მორალურ კოლაფსს გამოიწვევს

გუტიერესი
1611646644
COVID-19

გაეროს გენერალურმა მდივანმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირების საკითხის შეფერხებაზე განცხადება გაავრცელა.

ანტონიო გუტიერესმა აღნიშნა, რომ მსგავსმა შეფერხებამ შესაძლოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდოს.

საგანგაშო პროგნოზის ერთ-ერთ მიზეზად COVID 19-ის მუტირებული ფორმის გავრცელებას და მდიდარი ქვეყნების მიერ ვაქცინის ე.წ. ნაციონალიზაციას ასახელებს.

„რეალური საფრთხე არსებობს რომ ვირუსი უფრო გადამდებ და მომაკვდინებელ ვარიანტად იქცეს, რომელიც არსებულ ვაქცინების მიმართ მდგრადია. ვაქცინები სწრაფად ჩნდება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, ხოლო შედარებით ღარიბ ქვეყნებში მას ვერ იღებენ.

თუ განვითარებული ქვეყნები ფიქრობენ, რომ უსაფრთხოდ იქნებიან მხოლოდ თავიანთი მოქალაქეების ვაქცინაციით ძალიან ცდებიან“- განაცხადა გუტიერესმა.

გაეროს განცხადების შემდეგ გამაფრთხილებელი მოწოდება გაავრცელა ჯანმო-მ. დირექტორმა ტედროს ადანო გებრეიესუსმა განმარტა, რომ ვაქცინის ე.წ. „ნაციონალიზაცია“ გლობალურ ეკონომიკას 9,2 ტრილიონი დოლარით დააზარალებს. ეკონომიკურ ვარდნასთან ერთად კი მორალურ კოლაფსსაც გამოიწვევს.

ჯანმოს გენერალური მდივანი მდიდარ ქვეყნებს ვაქცინის სამართლიანი განაწილების პირობას ახსენებს და მისი დაცვისკენ მოუწოდებს.

„ვაჭრობის საერთაშორისო პალატის კვლევის ფონდის მიერ ჩატარებული მოკვლევა გვაჩვენებს რომ არსებობს დამაჯერებელი ეკონომიკური არგუმენტები, რომ ვაქცინის განაწილება სამართლიანად უნდა მოხდეს.

დოკუმენტის მიხედვით ვაქცინის ე.წ. „ნაციონალიზაცია“ მსოფლიოს ეკონომიკას 9,2 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. თანხის ნახევარი კი მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების გადასახდელი იქნება.

არაერთხელ გვითქვამს, რომ მსოფლიო მორალური ვარდნის ზღვარზე აღმოჩნდება თუ ვაქცინის განაწილება სამართლიანად არ მოხდება.“-განაცხადა გებრიესუსმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️გებრეიესუსი: ვაქცინის სამართლიანი განაწილების პერსპექტივები რისკის ქვეშაა

✔️ჯანმო: კორონავირუსის აღმოფხვრა ძნელი იქნება

✔️რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს კორონავირუსის გავრცელება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება