მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან „სინოფარმის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირება დროებით იზღუდება

სინოფარმის ავტორიზაცია
1630041366
COVID-19

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 აგვისტოდან მოქალაქეები „სინოფარმის“ პირველ დოზით აცრას დროებით ვეღარ შეძლებენ.

უწყების ცნობით, შეზღუდვა დამატებითი დოზების მიღებამდე გაგრძელდება.

„2021 წლის 27 აგვისტოდან იზღუდება სინოფარმის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზით.

პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „შესაძლებელია, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც არსებული ვაქცინები ვერ მოერევა“ - ფაიზერის დირექტორი

🔴 როგორ მუშაობს ადამიანის იმუნიტეტი აცრის და ინფიცირების დროს? – BBC