მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლებელია, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც არსებული ვაქცინები ვერ მოერევა“ - ფაიზერის დირექტორი

შესაძლებელია, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც არსებული ვაქცინები ვერ მოერევა - ალბერტ ბურლა
1629964935
COVID-19

„ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი მდგრადი ვარიანტი, სავარაუდოდ, ერთ დღეს გამოჩნდება, რომელსაც დღეს არსებული ვაქცინები ვერ მოერევა.

„ყოველ ჯერზე, როცა კორონავირუსის ახალი ვარიანტები ჩნდება, მეცნიერები იკვლევენ, რომ ნახონ, დაიცავს თუ არა ვაქცინა ამ ვარიანტს. ჯერჯერობით მსგავსი არ აღმოგვიჩენია, თუმცა ვფიქრობთ, რომ მოსალოდნელია, ერთ დღეს ასეთი ვარიანტი გამოჩნდეს“, - აცხადებს „ფაიზერის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამლების და საკვები პროდუქტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, „ფაიზერს“ მუდმივი ლიცენზია მიანიჭა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აუცილებელია, „ფაიზერის“ მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს „სინოვაკით“ სრულად აცრილებისთვის“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება ოქროს სტანდარტია - დროა წახვიდეთ და დღესვე აიცრათ“

👉 ისრაელში ფაიზერის მესამე დოზამ 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებში 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

👉 „ვაქცინის ექსპერიმენტულობაზე საუბარი დასრულებულია“