მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში ინფიცირებული პაციენტების ახალი მეთოდით „ინტერფერონ ბეტათი“ მკურნალობა დაიწყო

დიდ ბრიტანეთში ინფიცირებული პაციენტების ახალი მეთოდით „ინტერფერონ ბეტათი“ მკურნალობა დაიწყო
1610538835
COVID-19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ახალი მეთოდის ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

ინტერფერონ ბეტა არის პროტეინი, რომელსაც ორგანიზმი ვირუსული ინფექციის დროს გამოიმუშავებს.

„იმედი მაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს იმუნურ სისტემას, პირველ რიგში უჯრედებს, რომ მზად იყვნენ ვირუსებთან საბრძოლველად“, - აცხადებს ექიმი.

ადრეული დასკვნების თანახმად, მკურნალობამ ინფიცირებულ პაციენტებში დაავადების გართულება შეამცირა.

გამოცემის ცნობით, პირველი ადამიანი, 34 წლის ალექსანდრა კონსტანტინი იყო, ვინც მკურნალობა მიიღო ამ ახალი კვლევის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც ორშაბათს კორონავირუსით საავადმყოფოში მოათავსეს.

მათი თქმით, ახალი პრეპარატი არის ინტერფერონ ბეტის სპეციალური ფორმულირება, რომელიც უშუალოდ სასუნთქი გზებში გადადის ნებულაიზერის საშუალებით, რაც ცილას აეროზოლად აქცევს.

იდეა ისაა, რომ ფილტვებში ცილის პირდაპირი დოზა გამოიწვევს უფრო ძლიერ ანტივირუსულ რეაქციას, იმ პაციენტებშიც , რომელთა იმუნური სისტემა უკვე სუსტია.

ცნობისთვის, პრეპარატით მკურნალობა კოვიდინფიცირებულებში დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობას თითქმის 80%-ით ამცირებს.

ინტერფერონი ბეტა ჩვეულებრივ გამოიყენება გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დროს.

Synairgen- ის მიერ ჩატარებულმა წინა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია მოახდინოს იმუნური პასუხის სტიმულირება. ასთმითა და ფილტვების სხვა ქრონიკული მდგომარეობით დაავადებულ პაციენტებს შეუძლიათ გააგრძელონ მკურნალობა გართულების გარეშე.

იგი შეიქმნა საუთჰემპტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში და მზადდება საუთჰემპტონში დაფუძნებული ბიოტექნიკური კომპანიის Synairgen მიერ.

ახალი წამლით მკურნალობის კურსის ღირებულება შეიძლება დაახლოებით 2000 ფუნტი სტერლინგი იყოს, რაც არც ისე ძვირია საავადმყოფოს მკურნალობისთვის.

ინფორმაციისთვის ბრიტანეთში სამმა ვაქცინამ გაიარა ავტორიზაცია: pfizer/biontech, moderna და astrazeneca.

იხილეთ აგრეთვე: 👇

👉 მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

👉 დიდი ბრიტანეთი საზღვრის გადაკვეთის წესებს ამკაცრებს