მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დისციპლინა და აღსრულება თუ არ გავამკაცრეთ, სერიოზული მესამე ტალღა გვექნება“ - გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1617955381
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად უარესდება ეპიდსიტუაცია და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად იზრდება გადამდებლობის ინდექსი. 

გამყრელიძის თქმით, რეგულაციების დაცვა, აღსრულება და დისციპლინა თუ არ იქნება, ქვეყანას მესამე ტალღა ელოდება.

„ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვცილდებით 500-600 შემთხვევას, სხვა ინდიკატორებით სიტუაციის თანდათან გაუარესება ხდება, მხედველობაში მაქვს დადებითობის მაჩვენებელი.

ბოლო 14 დღის განმავლობაში რეპროდუქციის ინდექსი ანუ გადამდებლობის ინდექსი, რა თქმა უნდა, იზრდება. ასევე, იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ თანდათან მეტია ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე. თუ ჩვენ ყველა ამ საკითხზე არ გავამახვილეთ ყურადღება და დისციპლინის აღსრულება არ გავამკაცრეთ, მაშინ ქვეყანაში სერიოზული მესამე ტალღა გვექნება“, - განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 342 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.

✔️ 430 თბილისი, 50 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში