მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა ენდელაძე: ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ

ბოქსირებული განყოფილება
1602746785
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.

„ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ, რადგან შესაძლოა, ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. აუცილებელია რეგულაციების ძალიან სერიოზულად დაცვა“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, პირბადე სავალდებულოა მხოლოდ დახურულ სივრცეში. რეგულაციების დარღვევაზე ჯარიმაა - ფიზიკური პირი 20 ლარით ჯარიმდება, იურიდიული 500 ლარით.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებაა. შესაბამისად, ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.