მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1602745379
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

საქართველოში ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 15 ოქტომბრის მდგომარეობით 14 440 შეადგენს.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში კოვიდვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია. ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.