მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენდელაძე: თანმხლები დაავადება აუცილებელ გარდაცვალებას არ ნიშნავს

ბოქსირებული განყოფილება
1602405653
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, თუ კოვიდინფიცირებულს თანმხლები დაავადება აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გარდაიცვლება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თანმხლები დაავადების მქონე ადამიანებმა, კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში, სტაციონარს უმოკლეს დროში მიმართონ.

„პაციენტის გარდაცვალების დროს ვამბობთ, რომ ჰქონდა თანმხლები დაავადება. ინფიცირების 11794 შემთხვევიდან მხოლოდ 85 პაციენტია გარდაცვლილი. ამათ გარდა, სხვებსაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები.

არ უნდა იყოს განსაკუთრებული შიში, რომ თანმხლები დაავადება აქვს და ის აუცილებლად გარდაიცვლება. გააჩნია თანმხლები დაავადების სიმძიმეს, ასევე, როდის მიმართა პაციენტმა სტაციონარს და ა.შ. თუმცა, სიფრთხილე ძალიან გვჭირდება“,- აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 6327 გამოჯანმრთელებულია, 85 გარდაცვლილია.