COVID-19

ეროვნული ბანკი COVID-19-ით ინფიცირებული თანამშრომლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა 2
17:48 06.04
დაკოპირებულია

ეროვნული ბანკი COVID-19-ით ინფიცირებული თანამშრომლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ია. ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ ",- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანრმთელდა, 2 ივნისი 2020 წ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 10-მა პა...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა. stopcov.ge-ს სტატისტი...
10:11
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-საქართველოს...
25 წუთის წინ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ ს...
35 წუთის წინ
აქ, Tbccredit.ge-ზე, ახლა სამომხმარებლო სესხის აღება უკვე დისტანციურად, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი...
44 წუთის წინ
2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარ...
45 წუთის წინ
ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კოვიდინფიცირების 14 ათასზე მეტი ახალი შემთხვე...
ბრაზილიაში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. worldometers -ის მონაცემების თა...
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შე...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტ...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩიხურ მდგომარე...
„ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად. ამ შეთანხმების საფუძველზე ავი...
საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადე...
საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირ...