მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპა რუსული კოვიდვაქცინის - „Sputnik V“ ოფიციალურ კვლევას იწყებს

რუსული ვაქცინა
1614862290
COVID-19

ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ დაიწყო რუსული ვაქცინის- "Sputnik V" კვლევა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ვაქცინის მიმართ ნდობის ამაღლებისა და მისი დამტკიცების თვალსაზრისით. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი"ავრცელებს.

უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსული ვაქცინა იანვარში გადაუდებელი გამოყენების მიზნით დაამტკიცა; სლოვაკეთში ვაქცინის პირველი პარტია პირველ მარტს ჩავიდა; ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბისმა კი განაცხადა, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, ვაქცინა გამოიყენოს.

ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოს(EMA) განცხადების თანახმად, ისინი შეისწავლიან ვაქცინის საცდელ მონაცემებს, რათა დაჩქარდეს მისი დამტკიცების პროცესი.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი, რომელიც რუსულ ვაქცინას საერთაშორისო პოპულარიზაციას უწევს, მიესალმა აღნიშნული კვლევის დაწყებას „Sputnik V“ შეიძლება გახდეს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის",- განაცხადა მან.

რუსეთმა "Sputnik V" გასული წლის აგვისტოში დაამტკიცა. ვაქცინას სკეპტიციზმით შეხვდნენ დასავლელი მეცნიერების ნაწილი. მათი აზრით, იკვეთებოდა სრული კლინიკური კვლევების ჩატარების აუცილებლობა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეხედულება მეტწილად გაქარწყლდა, როდესაც მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ვაქცინა თითქმის 92% ეფექტური იყო COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აგრეთვე იხილეთ:

🔶სლოვაკეთმა 200 000 დოზა რუსული ვაქცინა Sputnik V მიიღო