მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისსა და იმერეთში რესტორნების, აგრეთვე, გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება

რესტორნის დარბაზი
1602754231
COVID-19

დღეს, 15 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

„ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შეანელებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა.