მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: აჭარაში ინფექციის გადაცემის ე.წ. ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ

NCDC-ის ხელმძღვანელი
1600252823
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ამ ეტაპზე კვლავ ვრჩება უსაფრთხო, მწვაე ზონად.

გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდსიტუაციის კუთხით, რეგიონალური მაჩვენებლები განსხვავებულია, ამიტომაც ტარდება მეტი ღონისძიებები აჭარაში.

„საქართველო ისევ არის უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ვართ ისევ მწვანე ზონაში, მაგრამ რეგიონალური მაჩვენებლები ცოტა სხვანაირი გვაქვს. აჭარაში ეს გაცილებით მაღალია, ამიტომ რა თქმა უნდა მეტი ყურადღება და მეტი ღონისძიებები ტარდება აჭარის რეგიონში, იმისთვის, რომ ინფექცია არ იქნას გატანილი აქედან. ვცდილობთ მინიმიზაცია გავაკეთოთ ინფექციის ექსპორტის, გავწყვიტოთ ე.წ. ჯაჭვი გადაცემის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დროულად მოვახდინოთ კუპირება ამ ეპიდაფეთქების“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით მოსახლეობას.

„ეს უნდა მოხდეს საზოგადოებასთან ერთად სწორი ინფორმაციის მიტანით, ყველამ უნდა იცოდეს, ბათუმში განსაკუთრებით, ვისაც ტემპერატურა აქვს 37 უნდა გაიკეთონ შესაბამისი გამოკვლევა. ხაზს ვუსვამ, ადრეულ ეტაპზე დაავადების მართვა საუკეთესო გამოსავალს იძლევა. ამ ტეპერატურის მიზეზი შეიძლება სხვა ბევრი დაავადება იყოს, ამიტომაც არის საჭირო დიფერენცირება“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს 16 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 144 აჭარაში დადასტურდა.