მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც COVID 19 აქვს და გრიპი ჰგონია

NCDC-ის დირექტორი
1606305297
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანა პიკში უკვე შევიდა.

„ჩვენ პიკში შევედით და ეს არის ის მაჩვენებლები, რაც დასტურდება ლაბორატორიულად. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ჩვენ ამ ეტაპზე ვავლენთ 40-50% ინფიცირებულს. აქედან გამომდინარე არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვთ ვირუსი.

შესაძლოა, თქვენს გარშემოც არიან ადამიანები, ვისაც ჰგონია, რომ ჩვეულებრივი ვირუსი აქვს და ამ დროს კორონავირუსი გადააქვს, თუ გამოიკვლევს, შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ თურმე კორონავირუსული ინფექცია გადაუტანია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შეფასებითი მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ ეს ხალხი ძირითადად არიან მსუბუქი სიმპტომების ან საერთოდ უსიმპტომოები.

„ჩვენ პიკში შევედით და აღმასვლა გაგრძელდება თუ არ მივიღებთ გამკაცრებულ, გაფართოებულ ზომებს“, - დასძინა მან.

📌 ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეკატერინე ტიკარაძე: პიკთან დაკავშირებით გარკვეულ ღონისძიებებს ვგეგმავთ

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი საქართველოში