მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ იზოლაციაში

გამყრელიძე ამირან
1601889961
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, გადაწყვეტილება კოვიდინფიცირებულთა კონტაქტში მყოფი პირების მართვას ეხება.

გამყრელიძე აცხადებს, რომ დადგენილება წარდგენილია ჯანდაცვის სამინისტროში და სავარაუდოდ 2 დღეში შევა ძალაში.

„შევჯერდით და სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები, ეს არის საოჯახო კონტაქტები და სამსახურეობრივი კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ვისაც არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება ისინი კარანტინში.

უსიმპტომოდ თუ იყვნენ ინფიცირებულნი, ისინი გადამდები აღარ არიან, მაგრამ თუ 12 დღის განმავლობაში მათ მცირე სიმპტომები ექნებათ უნდა დაუკავშირდნენ ექიმს და ექიმი წყვეტს მისი ტესტირების აუცილებლობას.“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა.