მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიამ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა

გერმანიამ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა
1620402709
COVID-19

გერმანიის მთავრობამ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა.

გამოცემის ცნობით, იმუნიზაციის დაჩქარების მიზნით, გერმანიაში ასტრაზენეკას ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

„ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, სამედიცინო ისტორიის მიუხედავად“ - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი.

ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ასევე შემცირდება პირველ და მეორე დოზას შორის დროის ხანგრძლივობა. თუ აქამდე პირველ და მეორე დოზის გაკეთებას შორის 12-კვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო დაცული, ახლა მსურველებს მეორე დოზის გაკეთება ოთხ კვირაში შეეძლებათ.

შეგახსენებთ, ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის იყო რეკომენდებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ჯანმომ „სინოფარმი“ დაამტკიცა