მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ „სინოფარმი“ დაამტკიცა

სინოფარმის ავტორიზაცია
1620401490
COVID-19

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანმომ 7 მაისს მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა სწორედ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„ვაქცინები რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღად, თუმცა, ახლა პანდემიის დასასრულებლად ვაქცინის მოცულობა, დისტრიბუცია არასაკმარისია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების თანმიმდევრული და მიზანმიმართული გამოყენების გარეშე“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.

როგორც ქართველმა ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ჩინური ვაქცინა არის ძალიან ეფექტური. ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული. სიტყვა „ტრადიციული“ ზუსტად გულისხმობს იმას, რომ ტრადიციული მეთოდით მზადდება გრიპის ვაქცინა და სხვა ვაქცინები. ასეთი ტიპით დამზადებულ ვაქცინებს გვერდითი ეფექტები მინიმალური აქვს.

საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ აცრა 4 მაისს დაიწყო. ქვეყანაში ამ ვაქცინის 100 ათასი დოზაა შემოტანილი.