მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ღიბრაძე: იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება, აუცილებელია დავიცვათ არსებული რეგულაციები

საფეხბურთო მატჩზე ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს გადაადგილების უფლება მიენიჭება
1617876858
COVID-19

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა. მან რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში უარესდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება მომავალში და მკაცრი ზომების დაწესების აუცილებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავიცვათ არსებული რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემომყოფებს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ა.შ.“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 286 406-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 276 084 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი 2,23%-ია, ბოლო 14 დღის - 2,03%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2,5%.

ამავე თემაზე:

სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება